დმიტრო კულება - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მზადაა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დელეგაციას უხელმძღვანელოს

დმიტრო კულება - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მზადაა, ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დელეგაციას უხელმძღვანელოს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო უკრაინის მიწვევა, უხელმძღვანელოს დელეგაციას ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ სატელეფონო საუბრის დროს მაცნობა, რომ ის მზადაა, უკრაინის მიწვევის საპასუხოდ, უხელმძღვანელოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციას ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მისიის განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

”ხაზი გავუსვი მისიის გადაუდებლობას, რათა მოხდეს იმ ბირთვული საფრთხეების განხილვა, რომლებიც გამოწვეულია რუსეთის საომარი მოქმედებებით,” - აცხადებს კულება.

შეგახსენებთ, ატომური ელექტროსადგური, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაგრამ მართავს უკრაინელი პერსონალი, მიმდინარე ომის დროს რამდენჯერმე ინტენსიურად დაიბომბა.