სომხეთის განათლების მინისტრი - მზად ვართ, ზოგიერთ სკოლაში ქართული ენის სწავლების პროცესი დავიწყოთ

მზად ვართ, დავიწყოთ ქართული ენის სწავლების პროცესი სომხეთის ზოგიერთ სკოლაში, - სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ვაჰრამ დუმანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართული ენის შესწავლა სავალდებულო არ იქნება.

”ჩვენ სულაც არ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ სკოლებზე, რომლებიც მდებარეობს ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში,” - აღნიშნა დუმანიანმა.

მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო