მარია ზახაროვა - გუტერეშის ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციის განსახორციელებლად კიევის რეჟიმის მზადება ბირთვული შანტაჟია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"ეს არ არის მხოლოდ პროვოკაცია, ეს არის ის, რასაც ჩვენ ბირთვულ შანტაჟად ვაფასებთ და კიდევ რა არის ეს, თუ არა დიდი ხნის პროვოკაცია ბირთვული ობიექტის გარშემო, პირდაპირი საფრთხე ბირთვული ენერგიისთვის. ეს, რა თქმა უნდა, ბირთვული შანტაჟის აქტია", - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ამ გზით უკრაინის ხელისუფლება აშანტაჟებს არა მხოლოდ ერთ ქვეყანას ან კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს, არამედ მთელ ევროპას.

„ჩვენ ვსაუბრობთ ბირთვულ ენერგიაზე, ევროპის მთელი კონტინენტი მძევლად არის აყვანილი, რადგან ეს ყველაფერი ევროპის გულში ხდება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ღებულობს ზომებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მან უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთმა ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო მძიმე იარაღი განათავსა.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დაიხუროს, თუ უკრაინული ძალები „ობიექტის დაბომბვას განაგრძობენ“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს