რუსეთის საგარეო უწყება - რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვულ რეაგირებას უშვებს მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ - როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება

რუსეთის მიერ ბირთვული რეაგირების ძალების გამოყენება, ქვეყნის სამხედრო დოქტრინის მიხედვით, შესაძლებელია მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, ან იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ექმნება. რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ივან ნეჩაევმა განაცხადა.

„რუსული სამხედრო დოქტრინა ბირთვულ რეაგირებას უშვებს მხოლოდ აგრესიის საპასუხოდ, რა დროსაც გამოყენებული იქნება მასობრივი განადგურების იარაღი, ან როდესაც სახელმწიფოს არსებობას საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა ნეჩაევმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე და ხაზი გაუსვა, რომ ბირთვული არსენალის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თავდასხმაზე საპასუხოდ - თავდაცვისას, საგანგებო სიტუაციებში.

„ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ დაძაბულ ანტირუსულ რიტორიკას, ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე აქცენტით“, - დასძინა მან.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს