სალომე ზურაბიშვილი - ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვაშია ნათქვამი.

პრეზიდენტის თქმით, მომავალი წელი საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება.

„მინდა მივმართო საზოგადოებას, მივმართო მთავრობას: ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, პარლამენტს აქედან დიდი ჯიხაიშიდან, რამეთუ მომავალ წელს ჩვენ უნდა ვიზეიმოთ ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180 წელი. ეს საიუბილეო წელია და ამავე დროს ჩვენთვის, საქართველოსთვის მომავალი წელი გადამწყვეტი წელი იქნება ჩვენს ევროპულ გზაზე და ეს, დამთხვევა ალბათ, არ არის.

ნიკო ნიკოლაძე იყო ის, რომელიც ყველაზე მეტად ამზადებდა საქართველოს ევროპისთვის და რომელსაც შემოჰყავდა ევროპა საქართველოში. ამიტომ, ძალიან სწორი იქნება, რომ მომავალი წელი იყოს ერთობლივად ნიკოს და ევროპის წელი.

ამისთვის უნდა გავმართოთ ალბათ, საერთაშორისო კონფერენცია, რამეთუ საჭიროა, რომ ნიკოლაძის საქმიანობის შესწავლასა და მის პოპულარიზაციაში ჩავრთოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ასევე, ქვეყანაში სტუდენტებთან, ადგილობრივ მმართველობასთან, ფოთში, დიდ ჯიხაიშში და არა მხოლოდ, შევისწავლოთ ის, თუ რა იყო ნიკო ნიკოლაძის ევროპის გზა.

ამავდროულად, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც ეროვნული თანხმობის საქმე. ის ყველასია, ნიკო ნიკოლაძე არავის არ ეკუთვნის, არც მე და ეკუთვნის ქვეყანას რომელსაც ემსახურებოდა და ეკუთვნის ამ ევროპულ იდეას.

ასე რომ, ყველა გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის!“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ფოთში ნიკო ნიკოლაძის სტიპენდიანტებს, ფოთელ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა