რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია ობიექტს უფრო მოწყვლადს გახდის

რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია ობიექტს უფრო მოწყვლადს გახდის

უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ­ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის წინადადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკუაგდო.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ ეს ბირთვულ ობიექტს „უფრო მოწყვლადს“ გახდის.