ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილის განცხადებაზე - ამბობს, ყველაფერს გამოვდებ, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, გამოიტანოს, ძალიან ველოდებით, არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პანკისში, სპეცოპერაციის დროს არ იმყოფებოდა. ამის შესახებ შს მინისტრმა სოსო გოგაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„არ ყოფილა სოსო გოგაშვილი ოპერაციის დროს პანკისში. ასევე, რატომღაც სპეცრაზმზე გაამახვილა ყურადღება. სპეცდანიშნულების რაზმი მექვემდებარებოდა პირადად მე და მას ვერავინ მისცემდა ბრძანებას. არ გაცემულა ის ბრძანება, რომ ვთქვათ ლიკვიდაცია მოეხდინათ ვინმესი. ამ შემთხვევაში მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია მოხდა, ძალიან სამწუხაროა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს. ძალიან მძიმე იყო პირველ რიგში ოჯახისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ასეთი ბრძანება არ გაცემულა. სპეცდანიშნულების რაზმს ვხელმძღვანელობდი მე, ჩემი საკურატორო იყო, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური, რა თქმა უნდა.

აბსურდია ყველაფერი, მე ველოდები - ყველაფერს გამოვდებ, გამოვიტან რაღაც ჩანაწერებსო, გამოიტანოს ძალიან ველოდებით, ძალიან... არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ.

მე ქალბატონ მედიკოს შევხვდი ადვოკატთან ერთად, სამსახურში რა თქმა უნდა. ვისაუბრეთ, მას კითხვები ჰქონდა ბევრი. პირველ რიგში მივუსამძიმრე, რაც არ უნდა იყოს ადამიანისთვის შვილი ყველაზე ძვირფასია და ძალიან მძიმე იყო დედისთვის ეს ამბავი. ავუხსენი მაქსიმალურად, რაც შემეძლო, რა მოხდა იქ, დაახლოებით ეგ თემა, ვისაუბრეთ და დავშორდით. არანაირი აგენტის გაგზავნა“, - განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურმა ასევე უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, გოგაშვილის განცხადებით, გომელაურმა მას საკუთარი შვილის მეგობარი გაატაცებინა.

„ესეც არის სრული აბსურდი. არ ვიცი, საიდან მოიგონა შამოევიო თუ ამოევი, თუ რაღაც. ესეც სრული აბსურდი იყო და არაერთ აბსურდს გაიგებთ ალბათ", - განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, მინისტრმა უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომელიც ოჯახის მიერ სოსო გოგაშვილთან ციხეში პაემნით სარგებლობას ეხება. გომელაურის თქმით, სოსო გოგაშვილთან მისვე ოჯახის წევრების ციხეში პაემნისთვის შესვლა კანონის სრული დაცვით მოხდა.

„როგორც მე ვიცი, გამომძიებელს უფლება აქვს ერთჯერადად დაუშვას ესა თუ ის პიროვნება პატიმართან შეხვედრაზე", - განაცხადა გომელაურმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო