აშშ-მა უკრაინისთვის 775 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა დღეს უკრაინისთვის 775 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

პაკეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტას, დრონებს, არტილერიასა და განაღმვის სისტემებს მოიცავს.

„ჩვენ გვსურს დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას აქვს საბრძოლო მასალის უწყვეტი ნაკადი მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ პაკეტით“, - განუცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს.

ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს, დასძინა, რომ უკრაინის ძალებმა კარგად გამოიყენეს შეიარაღების 19 პაკეტი, რომელიც ოფიციალურმა ვაშინგტონმა კიევს რუსეთის შეჭრის შემდეგ მიაწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს