ალ-შაბაბის მებრძოლები სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სასტურო „ჰაიატში“ შეიჭრნენ, დაიღუპა მინიმუმ 10 ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელებმა სასტუმროსთან ორი ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედეს, შემდეგ კი შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა სასტუმროს ათობით სტუმარი და თანამშრომელი გადაარჩინეს. სასტუმრო „ჰაიატი“ ფედერალური მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრებისთვის პოპულარული ადგილია.
ცნობისათვის, ალ-ქაიდას განშტოება, დაჯგფება ალ-შაბაბი, ფედერალურ მთავრობასთან გრძელვადიან კონფლიქტშია ჩართული.