ბენ ჰოჯესი - არსებობს ნიშნები, რომ ყირიმის აეროდრომზე აფეთქებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელების მიერ განხორციელებული საარტილერიო დარტყმების შედეგად რუსეთის არმია სუსტდება

აშშ-ის არმიის ყოფილი გენერლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, არსებობს ნიშნები, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის აეროდრომზე აფეთქებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინული არტილერიის მიერ საბრძოლო მასალის ათეულობით საცავსა და ქვედანაყოფებზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთის არმია სუსტდება.

„ეს აჩვენებს, რომ ისინი დაუცველები არიან და მათი ლოჯისტიკური სისტემა ამოწურულია. რუსებს საკმარისი ხალხი ან შესაძლებლობაც კი არ აქვთ თავიანთი ოპერატიული ლოჯისტიკის დასაცავად “, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ყოველი წარმატებული დარტყმა საბრძოლო მასალის საცავზე ან სამეთაურო პუნქტზე, რუსეთის არმიას აიძულებს მომარაგების პუნქტები უფრო და უფრო უკან დახიოს, რაც სულ უფრო ართულებს საბრძოლო მასალის შეკეთებასა და აღდგენას.

„ისინი ვერ ახერხებენ ჩანაცვლებას. ბევრია ისეთი ნაწილი, რომელსაც სჭირდება რემონტი. ეს ნაწილები საიდანღაც უნდა მოვიდეს. ეს ყველაფერი კი ძალიან მყიფე, დაუცველი ლოჯისტიკური სისტემისთვის ტვირთია“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ