ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - იგორ გირკინი, რომელიც დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში ე.წ. მინისტრის თანამდებობას იკავებს, კრემლის ომის მართვის ღია კრიტიკოსი გახდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ოფიცერი იგორ გირკინი, რომელიც ამჟამად დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკაში ე.წ. მინისტრის თანამდებობას იკავებს, კრემლის მიერ ომის მართვის ღია კრიტიკოსი გახდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ბოლო ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება.
სამინისტროს ცნობით, გირკინმა აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან მეექვსე თვის ბოლოს, როგორც ადრე „რუსები ვთამაშობთ სატანკო ბიატლონებს და ვმართავთ სამხედრო ბენდების ფესტივალებს".

























