რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოდესაზე სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოდესაზე სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ ოდესაში საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს, რომელშიც ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისა და სხვა დასავლური წარმოების საზენიტო სისტემებისთვის რაკეტები ინახებოდა.

გარდა ამისა, შოიგუს უწყებამ განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონში, საბრძოლო პოზიციებზე გაანადგურეს ორი M777-ის ტიპის ჰაუბიცები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ საწვავის საცავიც გაანადგურეს ზაპოროჟიეს რეგიონში, სადაც უწყების თქმით, 100 ტონაზე მეტი დიზელის საწვავი ინახებოდა.