უკრაინის ვიცე-პრემიერი - უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა

უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა და იცის ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სამართლებრივი პროცედურის საჭიროების შესახებ. ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლებას სურს პოლიტიკური სიცხადე მიიღოს ევროკავშირის ლიდერებისგან, წლის ბოლომდე, ამ გზაზე შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ საკომუნიკაციო კამპანიის გახსნისას განაცხადა, რომლის სახელწოდებაა „ერთად ჩვენ ვართ ევროპა“.

„უნდა გავიგოთ, რამდენად გრძელი და რთული იქნება ჩვენი გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და არა მხოლოდ მოლაპარაკების თვალსაზრისით. ჩვენ ნამდვილად დაგვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი კომპონენტების დასრულება. ამის ენერგია და სურვილი გვაქვს. ერთადერთი, რაც გვაკლია, არის პოლიტიკური სიცხადე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტეფანიშინამ.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვები, რომ ევროინტეგრაციის პროცესი რჩება მთავარი მოტივატორი საზოგადოებისთვის, რომელიც აერთიანებს უკრაინელების 90%-ზე მეტს. ასევე, ის, რომ ეს აძლევს ენერგიას ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა უკრაინის ევროპული მომავლისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყოს ბიუროკრატიული. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მაქსიმალურად ვავლენთ ჩვენს შესაძლებლობებს, გავიაროთ ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია წევრობასთან, მაგრამ არ გვინდა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ლიდერებმა ეს პროცესი ბიუროკრატიაში გადაიყვანონ. თუ გავითვალისწინებთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას უკრაინა და იმ ფაქტს, რომ აშკარაა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ერთგულება დემოკრატიის პრინციპებისადმი, ასევე იმას, რომ ჩვენ, თითქმის, 70%-ით შევასრულეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ნულიდან შეფასება, არამედ თქვენ უნდა მიიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები. გვინდა, რომ ასეთი პოლიტიკური სიცხადე წლის ბოლომდე მივიღოთ“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინის მხრიდან ასეთი პოლიტიკური სიცხადის სურვილი არის „არა პოლიტიკური ზეწოლა, არამედ ხალხისთვის შემდგომი პოლიტიკური საქმიანობის მნიშვნელობის მინიჭება“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო