აშშ მოსკოვს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობიდან ორი წლისთავზე, შეერთებული შტატები მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტის მოსაწამლად და მოვუწოდებთ კრემლს სრულად გამოაცხადოს და გააუქმოს მისი ქიმიური იარაღის პროგრამა. ჩვენ ასევე ვუერთდებით ნავალნის ოჯახს, კოლეგებსა და მხარდამჭერებს მთელს მსოფლიოში, რომ მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

კრემლის კრიტიკოსის მოწამვლიდან ორი წლისთავს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც.

„ის ძლივს გადაურჩა მკვლელობის მცდელობას. მან შეძლო გერმანიაში გამოჯანმრთელება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში, სადაც მან სამშობლოში დაბრუნებისთვის რუსი დისიდენტის მამაცობა შეაქო.

ცნობისთვის, პუტინის მწვავე კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსი აგენტების მიერ მოწამვლას 2020 წლის აგვისტოში გადაურჩა. გამოჯანმრთელების შემდეგ ის, რუსეთში 2021 წლის დასაწყისში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს, რომელსაც არაერთი ქვეყანა პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ოფიციალური მოსკოვი უარყოფს ნავალნის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობას.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!