რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნატო-ს დესტრუქციული კურსი უკიდურესად სარისკოა და შესაძლოა, ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკება გამოიწვიოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკა უკიდურესად სარისკოა და შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების შეტაკება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

„ნატო-ს ქვეყნების დესტრუქციული კურსი, უგულებელყონ ჩვენი წითელი ხაზები და უკრაინაში რუსეთთან დაპირისპირებაში ჩაერთონ, უკიდურესად სარისკოა. ცხადია, ამას შეიძლება მოჰყვეს ესკალაცია და ბირთვული სახელმწიფოების სამხედრო შეტაკებამდე მივიდეს, რასაც საშინელი შედეგები ექნება“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, ასეთი სცენარი თავიდან უნდა იქნას აცილებული და ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებმა ერთმანეთთან ომის დაუშვებლობის პოსტულატი უნდა დაიცვან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო