გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია იმაზე ვერ თანხმდება, შემოდგომაზე სიცივე იქნება, თუ ეცხელება, პოლიტიკურ პროცესებში საბოტაჟი იქნება, თუ ჯანსაღი კრიტიკა და დანარჩენზე, ბუნებრივია, ვერასდროს შეთანხმდებიან

ოპოზიცია ვერ თანხმდება იმაზე, შემოდგომაზე სიცივე იქნება, თუ ეცხელება, პოლიტიკურ პროცესებში საბოტაჟი იქნება, თუ ჯანსაღი კრიტიკა და დანარჩენ პროცესებზე, ბუნებრივია, ვერასდროს შეთანხმდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან ერთიანობას, ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე.

მაჭარაშვილის თქმით, რეალური მოცემულობა 2024 წელს გამოსწორდება.

„თქვენ თუ საქართველოში ერთ ადამიანს მაინც იპოვით, რომელიც კითხვაზე იტყვის პასუხს, დიახ, ელოდება ოპოზიციური სპექტრის ერთიანობას და ნორმალურ ოპონირებას, მე ვიქნები ასეთი მეორე ადამიანი. შესაბამისად, ასეთ ადამიანს ვერ იპოვით და მეორე ადამიანი მეც ვერ ვიქნები, ვინც ამას დაგიდასტურებთ. ისინი იმაზე ვერ თანხმდებიან შემოდგომაზე სიცივე იქნება თუ ეცხელება, პოლიტიკურ პროცესებში საბოტაჟი იქნება, თუ ჯანსაღი კრიტიკა და დანარჩენ პროცესებზე, ბუნებრივია, ვერასდროს შეთანხმდებიან. ეს ცუდია, მაგრამ რეალური მოცემულობაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, 2024 წელს გამოსწორდება და ქართული საზოგადოება ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც შეუშვებს იმას, ვინც იქნება ამის ღირსი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო