ლევან დავითაშვილი - ელექტროენერგიაზე თავისუფალი რეჟიმის შემოღება მომატებული რისკების შემცველია - მთავრობის გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც დავითაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია.

„რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, იცით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ალბათ, ენერგეტიკის სფეროში მსგავსი მასშტაბის რეფორმა დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, წლებია სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ სრულყოფილად გაიხსნას ბაზარი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ბევრად უფრო მოწინავეა იმ ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა. დღეს უკვე რამდენიმე ათეული მონაწილე ვაჭრობს სიმულაციის რეჟიმში ელექტროენერგიით. ბირჟის ნაწილში ყველაფერი გამართულია. ჩვენ ვაკვირდებით, რომ კომპეტენციები იზრდება სიმულაციის რეჟიმში მონაწილე მხარეების, თუმცა, ამავე დროს ვითვალისწინებთ რისკებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებას. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საქართველოს ეკონომიკა, მრეწველობის სხვადასხვა დარგი, მათ შორის მოსახლეობის ინტერესები, ამ საკითხს ჯერ კიდევ ვაანალიზებთ და ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ განვაცხადოთ, რომ დღეს არ არის ყველაზე კარგი დრო, რომ თავისუფალ რეჟიმში ფუნქციონირებდეს ბაზარი გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონში ყველაზე რთული ვითარებაა, რაც ოდესმე ყოფილა. ამაზე კამათი ზედმეტია და ყველა დაგვეთანხმება. საომარი მოქმედებები მიდის ორ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს შორის. შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხები სხვა ჭრილში გადადის. ჩვენ დავინახეთ ენერგორესურსზე ფასების მკვეთრი მატება, რაც საბოლოოდ თავს იყრის ელექტროენერგიაში. საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დამოკიდებულია იმპორტზე. ეკონომიკის სწრაფ ზრდას ჩვენთან სამწუხაროდ, ასაზრდოებს იმპორტირებული ელექტროენერგია, განსაკუთრებით პიკურ რეჟიმებში, ზამთრის თვეებში. და იმ პირობებში, როდესაც მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ იციან როგორი ზამთარი იქნება, რეგიონის ბევრი ქვეყანა ვერ პროგნოზირებს როგორი იქნება ფასები ან უზრუნველყოფა ენერგომატარებლებით, ვფიქრობ, ზედმეტი, მომატებული რისკების შემცველია თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ყველაფერი გაკეთებული აქვს ტექნიკური კუთხით. იცით, რომ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ 1-ელ სექტემბერს უნდა მიიღოს. გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაგაცნობთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!