გორის მერია სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 13 საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უწყება მათთან ერთად 14 სოციალურ პროექტს აფინანსებს.

მათ დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 027 ლარი გამოიყო.

„პროექტები ითვალისწინებს: მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას (20 ბენეფიციარი), შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი), მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი),0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას (60 ბენეფიციარი), მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი), შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი), დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას.

ასევე, მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (104 ბენეფიციარი), სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას (1000 ბენეფიციარი), საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსები ზღვისპირა კურორტზე (20 ბენეფიციარი), დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია (20 ბენეფიციარი) სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის ცხელი საკვების მიწოდება, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და სოციალური კონსულტაციით დახმარება (20 ბენეფიციარი), სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის აღსაზრდელების დასვენება ზღვისპირა კურორტზე (40 ბენეფიციარი), სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული მოხუცის თავშესაფრით უზრუნველყოფა (16 ბენეფიციარი), შშმ ბავშვების სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსებს ზღვის კურორტზე (20 ბენეფიციარი).

სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ისეთი ორგანიზაციები ფინანსდება, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო