შს მინისტრი - 145 კაცზე ვაკანსია გამოვაცხადეთ და ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ - 4 000 წავიდა, 5 000 შეიძლება მოვიდა, ხალხი მიდის, მოდის

145 კაცზე ვაკანსია გამოვაცხადეთ და ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ - 4 000 წავიდა, 5 000 შეიძლება მოვიდა. სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უწყებიდან თანამშრომლების წასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სამინისტრო 4 000-მა თანამშრომელმა დატოვა, თუმცა ამავე დროს, უწყებაში იგივე რაოდენობის ადამიანი დასაქმდა.

„არ ვიცი, ქვეყნიდან ვინ მიდის, ზოგი მიდის, ზოგი ჩამოდის. 4 000-მა ადამიანმა რომ დატოვა, რამდენი მოვიდა, არ გიკითხავთ? რაც მეტი ხელფასი ექნებათ ჩემს პოლიციელებს და არამარტო პოლიციელებს, ყველას, მე ბედნიერი ვიქნები.

თვითონ გადინება, რასაც ჰქვია, 4 000 კაცი რომ გავიდა, იგივე მოვიდა. ახლა გამოვაცხადეთ ვაკანსია, 140 თუ 145 კაცზე. ატყდა ამბავი, დედა, რა ხდება, დაიქცა ქვეყანა, ამ დროს 38 000 კაცი ვართ. წარმოიდგინეთ, 145 კაცზე, იქიდან თუ არ ვცდები, დაახლოებით, იყო 60 თუ 58 სასაზღვროსი, რომელზეც საჭიროა აუცილებლად ინგლისური ენის ცოდნა. აქედან გამომდინარე, იყო ბევრი კანდიდატი, თუმცა ენა არ იცოდნენ იმ დონეზე, რომ დახვდეს ტურისტს, მიიღოს და ასე შემდეგ. გამოვაცხადეთ ვაკანსია 140 კაცზე და ამაზე ატყდა ამბავი. ამას მოაბეს მერე 4 000 წავიდა. 4 000 წავიდა, 5 000 შეიძლება მოვიდა. სულ არის ეს თემა. ხალხი მიდის, მოდის“, – განაცხადა გომელაურმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა