ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოტესტის პასუხი უარყოფითია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის მიერ ჩაბარებულმა ნარკოტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. აღნიშნულ ინფორმაციას ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

სანა მარინი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი მთავრობის ლიდერი გახდა, გასულ პარასკევს ნარკოლოგიური ტესტის ჩატარებას დათანხმდა და აღნიშნა, რომ არასდროს მიუღია ნარკოტიკული საშუალებები.

მარინის თქმით, იმ წვეულებაზე, რომელსაც ის ესწრებოდა, ნარკოტიკი არავის მიუღია.

როგორც ფინეთის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ის უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ კერძო წვეულებებზე გადაღებული მისი ცეკვის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა. მარინის განცხადებით, აღნიშნული ვიდეომასალა მხოლოდ მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი.

ცნობისთვის, გასულ კვირას სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც სანა მარინი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე ცეკვავდა. აღნიშნული ვიდეომასალა თავდაპირველად რამდენიმე ფინურმა მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება