პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილე -  რუსეთ-უკრაინის ომი არ არის პუტინის ომი, ეს არის რუსების ომი - თუ მათი ოჯახები და ახლობლები ვერ ხვდებიან რა ხდება უკრაინაში, ამისთვის პასუხისმგებლობა მათაც უნდა დაეკისროთ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პიოტრ ვავჟიკი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი, ეს არის რუსების ომი, რადგან სწორედ ისინი იბრძვიან.

„ეს არ არის პუტინის ომი, რადგან პუტინი არ იბრძვის ამ ომში, რუსები იბრძვიან. თუ მათი ოჯახები ამას ვერ ხვდებიან, თუ მათი ახლობლები ვერ ხვდებიან რა ხდება უკრაინაში, ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაეკისროთ ამისთვის პასუხისმგებლობა, იმიტომ, რომ პუტინს რომ არ ჰქონოდა თავისი საზოგადოების მხარდაჭერა, ის ალბათ ომს არ წამოიწყებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მგრძნობიარეა იმის მიმართ, თუ როგორ აფასებენ თავად რუსები მის პოლიტიკას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ბალტიის ქვეყნების პოზიციამ, რომლებსაც სურთ რუსებისთვის ვიზების გაცემის შეჩერება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდევრები მთელ ევროპაში იპოვოს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა