ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის და ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას ტოვებს

ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორისა და მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობებს დეკემბერში ტოვებს,- ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ვაცხადებ, რომ ვტოვებ ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, იმუნორეგულაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის და ასევე, მედიცინის საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩევლის თანამდებობას. ამ პოზიციებს მიმდინარე წლის დეკემბერში დავტოვებ, რათა ჩემს კარიერაში ახალი თავი გადავშალო“, – აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, "პენსიაზე არ გადის" და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინსვლაში წვლილის შეტანას განაგრძობს.

81 წლის ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტში, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდიდან, 38 წელია მუშაობს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს