უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 45 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 45 550 ჯარისკაცია ლიკვიდირებული, მათ შორის 150 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების კუთვნილი სხვადასხვა სახის აღჭურვილობაც გაანადგურეს.

„მტრის საერთო დანაკარგი ასევე მოიცავს: 1 921 ტანკს, 4 238 ჯავშანმანქანას, 1033 საარტილერიო სისტემას, 266 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 146 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 198 ვერტმფრენს, 3150 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 817 უპილოტო საფრენ აპარატს, 99 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა