დღეს უკრაინაში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი გაიმართება

დღეს უკრაინაში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი გაიმართება

დღეს უკრაინაში „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტი ონლაინ ფორმატში გაიმართება. უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუსაჯაროებია ღონისძიების დაწყების დრო და მონაწილეთა ზუსტი სია.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გუშინ განაცხადა, რომ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში მონაწილეობა 60-მდე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა, მათ შორის დაახლოებით 40-დან პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე.

„ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან უკვე მივიღეთ დასტური. მონაწილეთა დონეც მაღალი იქნება. გასულ წელს 46 დელეგაციისგან 15 წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს, მთავრობისა და პარლამენტების მეთაურების დონეზე. ამ დროისთვის "ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის“ მეორე სამიტზე მონაწილეობა 60-მდე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე დაადასტურა. მათ შორის, დაახლოებით 40-დან პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე. არ ვაპირებ ყველა დეტალის გამჟღავნებას, რათა ჩვენს მტერს ამოცანა არ გაუადვილდეს, ხვალ ნახავთ ყველაფერს", - განაცხადა კულებამ.

ამასთან, ცნობილია, რომ სამიტს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგიც დაესწრება.