ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა ფასები უკვე 30-40 თეთრამდე შეამცირეს

ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საწვავზე ფასის კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და პრემიერის განცხადების შემდეგ, ეს დიდი ქსელების წარმომადგენლებმა, საჯაროდაც დაადასტურეს.

„ფასების შემცირება უკვე საკმაო ხანია, რაც დაწყებულია. ტენდენცია ეხება, როგორც მცირე და საშუალო ქსელებს, ასევე ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებსაც. ზოგადად, ჩვენ თუ შევხედავთ სხვადასხვა კომპანიების მიხედვით, ფასები მნიშვნელოვნად დაკლებულია. მცირე და საშუალო ქსელებში, ყველაზე პოპულარული რეგულარის ტიპის ბენზინი 3-3.05 ლარი ღირს. მნიშვნელოვანია, რომ დიზელის საწვავიც მცირე და საშუალო ქსელებში 4-ლარიან ნიშნულს ჩამოსცდა.

რაც შეხება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს, ისინიც აქტიურად ამცირებენ ფასებს აგვისტოს დასაწყისიდან. სხვადასხვა კომპანიის მაგალითზე საშუალოდ 30-40 თეთრამდე უკვე შემცირებული აქვთ ფასები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება. პრემიერის განცხადების შემდეგ, საზოგადოებამ ნახა დიდი ქსელების წარმომადგენლების კომენტარებიც, რომელიც იმავეს ადასტურებენ. გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავზე ფასის შემცირების ტრენდი სექტემბერშიც გაგრძელდება. მიზეზები მარტივია, მყარი ლარი და მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე დაცემული ფასები“, - აცხადებს მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საწვავის ფასებთან დაკავშირებით განცხადება 15 აგვისტოს გააკეთა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ივლისსა და აგვისტოში საწვავზე ფასი შემცირდა, რჩება განცდა, რომ ფასის კლება ფაქტორების პროპორციული არ არის. მან საკითხის მოკვლევა კონკურენციის სააგენტოს დაავალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა