ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია განულებულია - მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარში და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არა აქვთ, რომ პროცესებში არეულობა შემოიტანონ

ოპოზიციას არც შემოდგომაზე, არც ზამთარში და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არა აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კობახიძის შეფასებით, ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა, სრულიად განულებულია. მისი თქმით, ამას მარტივი მიზეზი აქვს - „საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური სახე, მათ შორის მათი დამოკიდებულება ომთან მიმართებაში“.

„საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით და სატელიტებით არის ჩვეულებრივი ომის პარტია და ომთან ერთად ღალატის პარტია, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არის რადიკალური ოპოზიცია დღეს განულებული, შესაბამისად, მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარში და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არა აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ.

ისინი აქტიურად საუბრობენ რევოლუციურ სცენარებზე. ზურა ჯაფარიძე, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები მუდმივად საუბრობენ ამაზე. ერთადერთი, რაზეც თვალი უჭირავთ რამენაირად მოაწყონ ქვეყანაში არეულობა და ამასაც თავისი მიზანი აქვს - ქვეყანა ჩართონ ომში. რა თქმა უნდა, ამის არანაირი რესური არ არსებობს , ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს