უკრაინიდან, შავი ზღვის პორტების განბლოკვის შემდეგ, 33 სატვირთო გემი გავიდა

უკრაინა, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, სულ 33 სატვირთო გემმა დატოვა, რომელზედაც დაახლოებით 719 549 ტონა სასურსათო პროდუქტი იყო განთავსებული, - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უწყების ცნობით, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უკვე დატოვეს უკრაინა, კიდევ 18 ახლა იტვირთება ან ელოდება ნებართვას უკრაინის პორტებიდან გასასვლელად.
უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი მას შემდეგ შემცირდა, რაც რუსეთი 24 თებერვალს ქვეყანაში შეიჭრა და შავი ზღვის პორტები დაბლოკა, რამაც მსოფლიოში სასურსათო პროდუქტების ფასების ზრდა გამოიწვია. მოსკოვისა და კიევის მიერ 22 ივლისს გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე შავი ზღვის სამი პორტის განბლოკვა და პროდუქტების ექსპორტი განახლება მოხდა.

























