პეტრე ცისკარიშვილი - ყველა ამომრჩეველს უნდა, რომ „ოცნების" ალტერნატივას ხედავდეს - „ოცნების" ალტერნატივას უნდა ჰქონდეს მკაფიო გეგმა და მკაფიო გზა, საით მიდის ქვეყანა

ყველა ამომრჩეველს უნდა, რომ „ოცნების" ალტერნატივას ხედავდეს - „ოცნების" ალტერნატივას უნდა ჰქონდეს მკაფიო გეგმა და მკაფიო გზა, საით მიდის ქვეყანა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ შესწევს უნარი იყოს ალტერნატიული ხელისუფლება.

„ოპოზიციამ უნდა გააკეთოს რამდენიმე რამ. პირველ რიგში პარლამენტში უნდა დააყენოს საკუთარი ინიციატივები და კანონპროექტები, რომელიც ემსახურება 12 რეკომენდაციის შესრულებას. ცხადია, ამას რუსული ოცნება მხარს არ დაუჭერს. ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი განხილვაშიც კი, მონაწილეობას მიიღებენ იმიტომ, რომ მათ ეშინიათ იმ ცვლილებების და რეფორმების, რაც ევროკავშირიდან მოვიდა.

შემდეგი ეტაპი უნდა იყოს, რომ ხალხი დავარწმუნოთ, რომ ოპოზიციას შესწევს უნარი, იყოს ალტერნატიული ხელისუფლება, მას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა არამარტო იმ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც ევროპიდან მოვიდა არამედ, ქვეყნის შიდა ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან, განვითარებასთან, ხალხის კეთილდღეობასთან მიმართებაში, რადგან ყველა ამომრჩეველს უნდა, რომ "ოცნების" ალტერნატივას ხედავდეს. "ოცნების" ალტერნატივას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა და მკაფიო გზა, საით მიდის ქვეყანა, საგარეო ვექტორის თვალსაზრისით, დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და ასევე, ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით. ამის შემდეგ როდესაც საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება "ოცნების" წინააღმდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება გადაიდგას ის ტექნიკური ნაბიჯები, რაც ჩვენ მიგვიყვანს ამ მთავრობის გადაყენებამდე და ცვლილებამდე პარლამენტის შიგნით კონფიგურაციის ცვლილებით, თუ სხვა დემოკრატიული ხერხებით, ან ვადამდელ არჩევნებამდე“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო