ურსულა ფონ დერ ლაიენი - გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება, არ დავისვენებთ, სანამ არ გაიმარჯვებთ

უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი კავშირია აგებული, - ამის შესახებ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„23 აგვისტოს, ჩვენ პატივს მივაგებთ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. დღეს, „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ ხელმოწერის 83 წლისთავზე, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ წელს პუტინმა ომის საშინელებები დააბრუნა ევროპაში და შეგვახსენა, რომ არ შეიძლება, მშვიდობა სათანადოდ არ დავაფასოთ“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„წარსულის მტკივნეული ხსოვნა არ არის მხოლოდ შორეული მოგონება, არამედ გამოძახილი ჰპოვა რუსეთის უკანონო და გაუმართლებელ ომში უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი კავშირია აგებული“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროპაგანდის წინააღმდეგ.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ერთიანად ვდგავართ რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ამახინჯებს ისტორიას, ავრცელებს შეთქმულებას და სჯის მათ, ვინც ეწინააღმდეგება. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ მუშაობას დეზინფორმაციის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფთ, რომ ისინი, ვინც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იდგა, არ დაივიწყონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ დასავლეთმა სალომე ზურაბიშვილის პროექტი არ დაქოქა, პრობლემები ხელისუფლებას შეიძლება დაეწყოს არა არჩევნებამდე, არამედ არჩევნების შემდეგ
ოჯახური ძალადობა, სამუშაო ადგილებზე სექსუალური ხასიათის არასასურველი ქცევა, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება და ბავშვთა უფლებების დარღვევა - რა შინაარსის ზარები ხორციელდება სახალხო დამცველის „ცხელ ხაზზე“
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა - რა სიახლეები შემოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში?
ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024
„ფარმადეპოში“ გაზაფხულის ფასდაკლებები დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არამხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!