ალექსანდრე რაქვიაშვილი - ახლა ბოიკოტზე საუბარს შინაარსი არ აქვს და თუ ოპოზიცია ადეკვატურად მოიქცევა, ევროინტეგრაციის პროცესში შესაძლო ჩავარდნაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება

“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში ბოიკოტზე საუბარს შინაარსი არ აქვს და თუ საპარლამენტო ოპოზიცია ადეკვატურად მოიქცევა, ევროინტეგრაციის პროცესში შესაძლო ჩავარდნაზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება.

მისივე თქმით, სიტუაციის პირიქით წარმოჩენით, რომ პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისროს, პოლიტიკურ პროცესი ჩიხში შევა.

“სიტყვა „ბოიკოტში“ ძალიან დიდი ინვესტიციაა ჩადებული და ჩემს კოლეგებს არ უნდათ ამ სიტყვის დავიწყება, პერიოდულად იხსენებენ. არადა არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ვითარებაში რაღაც ბოიკოტზე საუბარს, მითუმეტეს, რომ თუ საპარლამენტო ოპოზიცია ადეკვატურად მოიქცევა, მთელი პასუხისმგებლობა ევროინტეგრაციის პროცესში ჩავარდნაზე მმართველ გუნდს დაეკისრება. ამ ვითარებაში სიტუაციის ისე წარმოჩენა, რომ პირიქით - პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისროს და ჩვენ ვიყოთ ის ხალხი, ვინც ევროპელების რეკომენდაციების წინააღმდეგ წავალთ და უარესსაც ჩავიდენთ - ჩიხში შევიყვანთ პოლიტიკურ პროცესს. მგონი ეს ყველა გაგებით არასწორი იქნება და თუ ეს ვინმეს დაეხმარება, საბოლოო ჯამში, “ქართულ ოცნებას”. არ მგონია, რომ ბოიკოტზე საუბარი ადეკვატური იყოს ამ სიტუაციაში და ერთადერთზე შეიძლება მიუთითებდეს ეს, რომ ოპოზიციის ნაწილს არ აქვს გეგმა, თუ რა გააკეთოს. ამომრჩეველი რომ სთხოვს გეგმებს, ვერაფერს პასუხობენ და ძველ იდეებს იმეორებენ. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციის პოტენციალს, მგონია, რომ დიდი პოტენციალი გვაქვს და პირიქით, ჩვენ რომ ადეკვატური ვყოფილიყავით, “ქართულ ოცნებას” დიდი ხნის წინ დავამარცხებდით. პრობლემა ისაა, რომ ვხარჯავთ ჩვენს რესურსს, უმეტესწილად ვსაუბრობთ “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მათზე, ვისაც რესურსი აქვთ, რომ ტელევიზია ჰქონდეთ ან ფინანსური და ადამიანური რესურსი. ვხარჯავთ ამ რესურსს უიდეოდ პროტესტზე, სადაც ამომრჩეველს რომ ჰკითხოთ, რისთვის იკრიბება, უმეტესწილად გასაგები არ იქნება. თუ საბოლოოდ, ჩვენ ვიპოვით იდეებს, რომლის ირგვლივ გავაერთიანებთ სხვადასხვა ადამიანს და ეს იქნება იმის საწინააღმდეგო, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, დიდი პოტენციალი გვაქვს. უბრალოდ ცოტა დრო იხარჯება იდეებზე საუბარში”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო