სასამართლო ესკორტის ოფიცრისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს

ესკორტის ოფიცერს, რომელსაც პატიმარმა გურამ სვანიძემ ე.წ. კაბურიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში ჭრილობა მიიყენა, ბრალი უკვე წარუდგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა განუცხადა, საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სხდომა 17:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ გურამ სვანიძემ, რომელიც გლდანის ციხიდან მკურნალობისთვის „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ იყო გადაყვანილი, 20 აგვისტოს კლინიკაში გაისროლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 20 აგვისტოს დილის საათებში, ცვლის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). უწყების ინფორმაციითვე, ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება. მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მომხდართან დაკავშირებით უწყებამ გაასაჯაროვა მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, სადაც მათივე მტკიცებით, ჩანს, რომ პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო