იტალიის პრემიერი - იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას

2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია აგრესიის მიუღებელი აქტი და საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევა იყო, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ, „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა.

მანვე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ინიციატივისა და უკრაინისადმი იტალიის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

„იტალია მუდმივად გმობდა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას და მოსკოვის მიერ ნახევარკუნძულის თანდათანობით მილიტარიზაციას. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ნახევარკუნძულზე ადამიანის უფლებების გაუარესებული მდგომარეობის გამო და ვდგავართ ყირიმელი თათრების თემის გვერდით, ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, რომლისგანაც ის იტანჯება“, - აღნიშნა დრაგიმ.

იტალიის პრემიერის თქმით, ყირიმისთვის ბრძოლა არის უკრაინის განთავისუფლების ბრძოლის ნაწილი.

როგორც მარიო დრაგიმ დასძინა, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია, ისევე როგორც, მშვიდობიანი მოქალაქეების მიზანში სასტიკი ამოღება.

„იტალია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას“, - დასძინა დრაგიმ.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს