ესკორტის ოფიცრის საქმის პროკურორი - გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს - თუ გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობა შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ

პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც პატიმარმა გურამ სვანიძემ ე.წ. კაბურიდან ესკორტის თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და რამდენიმე გასროლა განახორციელა, გამოძიება მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში თუ სხვა პირების ბრალეულობა გამოვლინდა უწყება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„დღევანდელ პროცესზე ვიმსჯელეთ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ბრალდების მხარეს მიაჩნდა, რომ პატიმრობა იყო ერთადერთი საშუალება მიღწეული ყოფილიყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მიზნები. არსებობდა მიმავლის საფრთხე და ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხეც და მოწმეებზე ზემოქმედების რეალური საფრთხე.

ბრალდებული არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი და საქმეზე მოწმეთა უმრავლესობას წარმოადგენენ, სწორედ მისი კოლეგები. აქედან გამომდინარე სასამართლომაც სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება საგამოძიებო მოქმედება, ასევე დანიშნულია ექსპერტიზა და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობა შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა პროკურორმა.

ხოლო, ბრალდებულის ადვოკატმა, ლევან ზაქრაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას აპირებენ.

მისივე თქმით, გოზალიშვილი იარაღის გარეშე სამორიგეო ოთახში ვერ მოხვდებოდა, და პატიმარი რომ დაენახა, შესაბამის ზომებს მიიღებდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან, მიცემული აქვს სრულყოფილი ჩვენება -განმარტება, რომ მას არ შეეძლო იარაღით გაევლო არასწორია, სხვაგვარად სამორიგეოში ვერ მოხვდებოდა, ის პირი რომ დაენახა შესაბამის ზომებს მიიღებდა და ეს შემთხვევა არც დადგებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში ბრალდებულ ესკორტის ოფიცერ ვალერი გოზალიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს