ბორის ჯონსონი - უკრაინას მხარდაჭერას გავუწევთ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს საზარელ ომს და არ გაიყვანს ძალებს მთელი უკრაინიდან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ან უკრაინის რომელიმე სხვა ტერიტორიის ანექსიას.

მან აღნიშნული განცხადება „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე, ვირტუალურად გამოსვლისას, განაცხადა.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, დიდი ბრიტანეთი ოფიციალურ კიევს სამხედრო, ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას გაუწევს მანამ, სანამ „რუსეთი არ დაასრულებს ამ საზარელ ომს და არ გაიყვანს საკუთარ ძალებს მთელი უკრაინიდან“.

„პუტინი გეგმავს მთელ უკრაინას გაუკეთოს ის, რაც მან ყირიმს გაუკეთა. ის ამზადებს მეტ ანექსიას და უფრო მეტ ყალბ რეფერენდუმს“, - განაცხადა ჯონსონმა.

ჯონსონმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა იმ ფაქტის იგნორირებაში, რომ რუსეთმა არაერთგზის აღიარა ყირიმი უკრაინის ნაწილად.

ბრიტანეთის პრემიერმა კრემლის ლიდერი მრავალი საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაშიც დაადანაშაულა.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით