Associated Press - აშშ უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი იუწყება.

მედიის ცნობით, ახალი პაკეტი ოთხშაბათს, 24 აგვისტოს გამოცხადდება - იმ დღეს, როდესაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვე შესრულდება.

3 მილიარდი დოლარის ოდენობის შეიარაღების პაკეტი ყველაზე დიდი ასეთი დახმარების პაკეტი იქნება, რომელიც აშშ-მა უკრაინისთვის ომის დაწყების შემდეგ გამოყო.

წყაროები Associated Press-ს უცხადებენ, რომ გამოყოფილი თანხა მომავალ წლებში საბრძოლველად უკრაინული ძალების წვრთნას და აღჭურვას მოხმარდება, ასევე დაფინანსდება კონტრაქტები დრონების, იარაღისა და სხვა აღჭურვილობისთვის.

საინფორმაციო სააგენტოს ოფიციალური პირები უცხადებენ, რომ წინა დახმარების პაკეტებისგან განსხვავებით, ახალი დაფინანსება უკრაინის სამომავლო თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იქნება მიმართული.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს