მედია - უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის

უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, დილიდან საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 31 წლისთავს აღნიშნავენ. ხელისუფლებამ დედაქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა, რადგან დასავლეთი და უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი დედაქალაქზე თავდასხმის კიდევ ერთხელ განხორციელებისთვის ემზადება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა