ვოლოდიმირ ზელენსკი - რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით: მშვიდობა, ახლა ჩვენ ვამბობთ: გამარჯვება - ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ, როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ

ექვსი თვეა ვუძლებთ. გვიჭირს, მაგრამ ბედისთვის საბრძოლველად მუშტები შევკარით. ყოველი ახალი დღე არის ახალი მიზეზი იმისა, რომ არ დავნებდეთ. არ გვაქვს უფლება ბოლომდე არ მივიდეთ. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ჩვენ ვამბობთ: გამარჯვება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არ მიისწრაფვის ტერორისტებთან ურთიერთგაგებისკენ.

„არ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან თავზე იარაღ მიდებულები, შიშის გამო. ჩვენთვის ყველაზე საშინელი რკინა არის არა რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები, არამედ ბორკილები.

ხელებს კი მხოლოდ ერთხელ ავწევთ – როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. როცა მთელი უკრაინა იზეიმებს, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ხალხით. ჩვენთვის უკრაინა მთელი უკრაინაა. 25-ვე რეგიონი, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე. ჩვენ ამ სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცით, 24 თებერვალს რაკეტებით განადგურდა.

დონბასი არის უკრაინა და ჩვენ მას დავიბრუნებთ, რა გზითაც უნდა იყოს. ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას დავაბრუნებთ, რა გზითაც უნდა იყოს. არ გინდათ თქვენი ჯარისკაცები დაიხოცონ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. არ გინდათ, რომ თქვენმა დედები იტირონ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. ეს არის ჩვენი მარტივი და გასაგები ტერმინები“, - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს