ხატია დეკანოიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაზე - „ქართული ოცნება“ ყველანაირ საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის გასანადგურებლად

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გუშინ ტელევიზიებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და მათთვის სანქციების დაწესება საკანონმდებლო ჩარჩოსთან შეუსაბამოა.

როგორც ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არ ყოფილა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება“.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ ყველანაირ საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის გასანადგურებლად.

„კომუნიკაციის კომისია ლახავს გამოხატვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის უკან დახევა დემოკრატიის და მედიათავისუფლების გზაზე და, რა თქმა უნდა, „სამომავლო საარჩევნო სუბიექტი“, როგორც საკანონმდებლო ცნება არ არსებობს, რაც რეალურად იყო მიზეზი „ქართული ოცნების“ მხრიდან. „ქართული ოცნება“ ყველანაირ საშუალებას იყენებს კრიტიკული მედიის გასანადგურებლად და ეს ხორციელდება წლების განმავლობაში. პოლიტიკური მართლმსაჯულების ეგზეკუციით და ფინანსური სანქციებით და სასამართლოს გამოყენებით „ქართული ოცნება“, ოლიგარქიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული მედია და ჟურნალისტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხაზგასმულია მედიათავისუფლების მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ნიკა გვარამია არის პოლიტიკური პატიმარი,რომელიც ასევე არის მოხსენიებული ევროპარლამენტის რეზოლუციაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კრიტიკული მედიის დამფუძნებლის ან დირექტორის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გუშინდელი გადაწყვეტილება არის დასტური, რომ არავითარი 12 პუნქტის რეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს „ქართული ოცნება“. ეს არის დასტური, რომ ხელისუფლება თვითონ აფინანსებს ანტიდასავლურ კამპანიას სახელისუფლებო არხებზე, სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულ თავდასხმას ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებზე. ეს ხელისუფლება იყენებს ბერკეტს კომისიის საშუალებით, რომ რეალურად „მთავარი არხი“ და სხვა კრიტიკული მედია გააჩუმოს. ამიტომ ჩვენი პარტია განიხილავს გუშინდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთ დაბრკოლებად საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იმ ვალდებულებებში, რომელიც შესასრულებელი აქვს საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ უფრო მძიმე ფონი, მათ შორის მედია თავისუფლებისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის ეთერში კანონდარღვევით განთავსების გამო „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი არხი“ კი მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ით გუშინ დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა