არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “სამართლიანი არჩევნები” არაკონსტიტუციურ მოთხოვნას შეუერთდა და ამის შეცვლის ერთადერთი გზაა, რომ ის „თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, “სამართლიანი არჩევნები” პოლიტიკურ და არაკონსტიტუციურ მოთხოვნას შეუერთდა და ამის შეცვლის ერთადერთი გზა ისაა, რომ “სამოქალაქო სექტორი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს”.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) ხელმძღვანელის ნინო დოლიძის განცხადებას, რომ მისი ორგანიზაციის მოთხოვნა მთავრობის ფორმირება არ ყოფილა და აქციაზე მხოლოდ ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად იყვნენ. თალაკვაძე ამბობს, რომ ეს განცხადება “რეალურად მართალი არ არის”.

“ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ “სამართლიანი არჩევნები” იყო იქ და შეუერთდა იმ მოთხოვნებს, რომლებიც იყო პოლიტიკური მოთხოვნა და ანტიკონსტიტუციურიც, ვინაიდან საქართველოში ხელისუფლება ყალიბდება დემოკრატიული არჩევნების გზით და მოთხოვნა, რომელიც მაშინ დააყენა ოპოზიციამ იყო დესტრუქციული და ანტიდემოკრატიული.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური სცენის დაკავება საფრთხეს უქმნიდა და ანგრევდა წლების განმავლობაში საქართველოში შექმნილ არასამთავრობო სექტორს და მის მიზანს, ფუნქციას საფრთხეს უქმნიდა. დღეს, როდესაც დადგა ობიექტური საჭიროება, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ არასამთავრობო სექტორმა ერთად იმუშაონ ევრორეკომენდაციებზე, გამოჩნდა, რომ მაშინ ამ გაუაზრებელმა და არასწორმა ნაბიჯებმა დღეს უკვე ხელი შეუშალა სამუშაო პროცესს. ეს გახლავთ ის, რაც სინამდვილეში ხდება. ამის გამოსწორებისა და შეცვლის ერთადერთი გზა არის ის, რომ სამოქალაქო სექტორის ეს ნაწილი, რომელიც ხშირად იკავებდა პოლიტიკურ სივრცეს, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს. ეს ღიად უნდა ითქვას და შესაძლებელი იქნება, რომ თანამშრომობა გახდეს ბევრად უფრო სრულფასოვანი”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებას” მიაჩნია, რომ “არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის დაკავება იყო არასწორი”.

“ეს აზიანებდა სამოქალაქო საზოგადოების იდეას და სამოქალაქო სექტორის დანიშნულებას უქმნიდა საფრთხეს. დღეს, მართლაც დავდექით ამ სირთულეების წინაშე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დაუბრუნდეს პროცესი იმ ბუნებრივ მდგომარეობას, რომელიც არის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, “სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელის ნინო დოლიძის განცხადებით, ბრალდება, თითქოს „სამართლიან არჩევნებს“ სურდა მონაწილეობის მიღება მთავრობის ფორმირებაში, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ, რომ ორგანიზაციას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, არც სურვილი და არც მოთხოვნა გამოუხატავს ამ ნაწილში.

“სამოქალაქო ორგანიზაციები აქციებზე ჩვენი ევროპული მომავლისთვის ერთად ვიდექით, იმისთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსი”,- განაცხადა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო