ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ISFED-თან დაკავშირებულ საკითხზე ფოკუსირება ყურადღების გადასატანად დაიწყო, რათა სამუშაო ჯგუფებში არსებულ რეალურ პრობლემებზე საუბარი არ იყოს

„გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ISFED-თან დაკავშირებულ საკითხზე ფოკუსირება ყურადღების გადასატანად დაიწყო, რათა სამუშაო ჯგუფებში არსებულ რეალურ პრობლემებზე საუბარი არ იყოს.

როგორც რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეალურად, სამუშაო ჯგუფებში დისკუსია ტექნიკურ საკითხებს ეთმობა და არა ფუნდამენტურ თემებს.

"მთელი ეს ამბავი იმიტომაა დაწყებული, რომ ყურადღება გადავიტანოთ ამ საკითხზე იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ თუნდაც სამუშაო ჯგუფებში არსებულ პრობლემებზე. ბევრ შემთხვევაში დისკუსია მიდის უფრო ტექნიკურ საკითხებზე და ფაქტობრივად ფუნდამენტურ საკითხებს, მართლაც მნიშვნელოვან პრობლემებს არ ვეხებით. გასაგებია, რომ ISFED-ის შემთხვევა არაფერ შუაშია შინაარსობრივ ნაწილთან. როდესაც “ქართული ოცნება” კოლეგა ოპოზიციონერებს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ სამუშაო ჯგუფებში არ შემოდიან, საუბარი იყო, რომ ისინი იმის გამო არ შემოდიოდნენ, რომ “ქართული ოცნების” განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციას არ ეთანხმებოდნენ. ახლა გამოვიდა, რომ “ქართული ოცნებაც” არ მუშაობს ვიღაცასთან, რადგან არ მოსწონს მისი პოლიტიკური პოზიცია. ეს ალოგიკურია და მიუთითებს იმაზე, რომ მიზეზი არის არა ISFED, არამედ ის, რომ ფოკუსი გაკეთებული იყოს არა პროცესზე, რომელიც ცუდად მიდის და არ მგონია სასურველ შედეგამდე მიგვიყვანოს, არამედ სხვა საკითხებზე. ჯერჯერობით ეს “ქართულ ოცნებას” გამოსდის”,- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა