ლევან იოსელიანი - პრემიერი პარლამენტში ხშირად უნდა მოდიოდეს - „მინისტრის საათი" არაეფექტიანი ფორმატია, რადგან მინისტრებს საშუალება აქვთ, რომ კითხვებს გაექცნენ, ეს ფორმატი ინტერაქციული უნდა იყოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის განცხადებით, “მინისტრის საათი" არაეფექტიანი ფორმატია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის ინტერაქციული იყოს და დეპუტატს მინისტრისთვის კითხვების დასმა და მაშინვე პასუხის მიღება შეეძლოს. ამის შესახებ იოსელიანმა საპარლამენტო კონტროლის საკითხზე სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ასევე უნდა გაიზარდოს როგორც ინტერპელაციის რაოდენობა, ასევე მისი მოქნილობა, რათა პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლის ფუნქცია შეიძინოს.

„საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩემი პრეტენზია, პირველ რიგში, ისაა, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ხშირად უნდა მოდიოდეს და დეპუტატებს ინფორმაციას აწვდიდეს. „მინისტრის საათი" ძალიან არაეფექტიანი ფორმატია, რადგან მინისტრებს იმის საშუალება აქვთ, რომ კითხვებს გაექცნენ, არ უპასუხონ და კითხვები გამოტოვონ. ეს ფორმატი ინტერაქციული უნდა იყოს და დეპუტატს მინისტრისთვის კითხვების დასმა, მაშინვე პასუხის მიღება უნდა შეეძლოს. ასევე, უნდა გაიზარდოს როგორც ინტერპელაციის რაოდენობა, ასევე მისი მოქნილობა იმისთვის, რომ პარლამენტმა რეალურად ის ფუნქცია შეიძინოს, რაც ყველა ქვეყანაში აქვს - აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანი კონტროლი.

მნიშვნელოვანია, პარლამენტში ის მინისტრი მოდიოდეს, ვისი მოსვლაც აქტუალურია კონკრეტული დღის წესრიგიდან გამომდინარე. როდესაც რეგიონში ომია, მნიშვნელოვანია, პარლამენტში ძალოვანი და საგარეო მინისტრები მოვიდნენ. ამის მოქნილობა რეგლამენტით უნდა იყოს”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

პარლამენტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა