უკრაინაში რუსული აგრესიის 6 თვის თავზე რუსეთისათვის უკრაინულ გაკვეთილებსა და ომის დასრულების სავარაუდო პერსპექტივებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგს, პროფესორ ბორის სოკოლოვს ესაუბრა.
- ბატონო ბორის, უკრაინა-რუსეთის 6 თვის თავზე უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის 6 თვის თავზე რა გაკვეთილებსა და პროგნოზებზე შეიძლება საუბარი?
- მთლიანობაში, უკრაინამ შეძლო გაეძლო რუსეთის შეტევისათვის. მართალია, აქვს დიდი დანაკარგები, მაგრამ გაუძლო. გასაგებია, რომ კრემლმა ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის ძალა და გადაჭარბებული აზრი ჰქონდა თავისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებზე. ვფიქრობ, ჯერ ეს გახლავთ ამ 6 თვიანი ომის ძირითადი გაკვეთილი რუსეთისათვის.
კრემლმა ჯეროვნად ვერ შეაფასა უკრაინელების წინააღმდეგობის ძალა და გადაჭარბებული აზრი ჰქონდა თავისი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებზე. ვფიქრობ, ჯერ ეს გახლავთ ამ 6 თვიანი ომის ძირითადი გაკვეთილი რუსეთისათვის
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, ჩემი აზრით, იგი გაგრძელდება საკმაოდ დიდ ხანს და მისი დასრულების ზუსტ თარიღებზე საუბარი ახლა შეუძლებელია.
- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მხარეების გამოფიტვას მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ახლა ყველაზე აქტუალური საკითხია ომის ამ ფაზის შემდეგ რომელი მხარე უფრო კარგად მოახერხებს კონტრშეტევისთვის მომზადებას და შეტევაზე გადასვლას.
თქვენი დაკვირვებით, რომელ მხარეს უფრო მეტი შანსები აქვს უკეთ მოემზადოს კონტრშეტევისთვის?
- ჩემი დაკვირვებით მხარეების გამოფიტვის დრო კიდევ დიდხანს არ დადგება. რაც შეეხება იმას, როდის იქნება უკრაინა მზად კონტრშეტევისთვის, ეს მთლიანადაა დამოკიდებული დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
ჩემი აზრით, რუსეთი შეტევისთვის მზად არაა, იგი ცდილობს გამაგრდეს იმ პოზიციებზე, რაც უკვე აქვს დაკავებული და რამდენად შეძლებს ამის გაკეთებას, ჭირს ამ თემაზე საუბარი.
- ბევრი თვლის, რომ უკრაინაში ომი რუსეთისათვის არის ომი ტერიტორიების შეძენისთვის. ომის ამ ეტაპზე რა მიზანი აქვს რუსეთს და რისი მიღწევა სურს?
- ჩემი აზრით, რუსეთს უნდა უკრაინის რაღაც ფორმით მიერთება. საუბარი არაა უკრაინის მთლიანად მიერთებაზე, შესაძლებელია საუბარი იყოს უკრაინის დამოუკიდებლობის ფორმალურად შენარჩუნებაზეც, მაგრამ უკრაინაში ისეთი მთავრობის ყოფნის შემთხვევაში, რომელსაც კრემლი სრულად გააკონტროლებს. დაახლოებით ისეთ პრინციპებზეა საუბარი, რა პრინციპებითაც არსებობდნენ ვარშავის შეთანხმების ქვეყნები სსრკ-ს დროს.
რუსეთს უნდა უკრაინის რაღაც ფორმით მიერთება. საუბარი არაა უკრაინის მთლიანად მიერთებაზე, შესაძლებელია საუბარი იყოს უკრაინის დამოუკიდებლობის ფორმალურად შენარჩუნებაზეც, მაგრამ უკრაინაში ისეთი მთავრობის ყოფნის შემთხვევაში, რომელსაც კრემლი სრულად გააკონტროლებს
თან ისე, რომ ის ტერიტორიები, რომელიც ახლა აქვს დაკავებული რუსეთს, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, ასევე ხერსონის ოლქი, პრაქტიკულად იქნებიან რუსეთთან მიერთება. ჯერჯერობით ასე გამოიყურება კრემლის სტრატეგია. თუმცა, არაა, გამორიცხული, რომ კრემლში ჰქონდეთ უკრაინის მთლიანად მიერთების სურვილი.
არაა გამორიცხული კრემლში უკრაინასთან სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის გეგმებიც ჰქონდეთ. სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს გეგმები განხორციელდება, მაგრამ ამგვარი გეგმა-სურვილები კრემლს რომ აქვს, ფაქტია.
- ლუგანსკის ოლქს რუსეთი პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს, დონბასში ბევრად წინ ვერაა წაწეული იმ პოზიციებიდან, რაც 24 თებერვლამდე, ანუ ომის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ ხერსონის ოლქში რუსეთისთვის ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები პრაქტიკულად ხაფანგში არიან. კარგა ხანია რუსული მხარე ვერ ახერხებს იქ მყოფი ძალებისთვის ტყვია-წამლისა და საწვავის მიწოდებას.
ყირიმში რუსული სამხედრო ბაზების დაბომბვამ ცხადი გახადა, რომ უკრაინას უკვე აქვს იმ ტიპის არტილერია, რომელიც ყირიმს სწვდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ კიევის მთავარი სამიზნე ახლა არა დონბასის გათავისუფლებაა, არამედ ყირიმის ნახევარკუნძულია. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- საუბრები ხერსონის ოლქში ხერსონ-პერეიასლავსკის პლაცდარმზე რუსული ჯარების ხაფანგში ყოფნის შესახებ აშკარად გადაჭარბებულია. დნეპრზე ხიდები დანგრეულია, ამ ძალების უზრუნველყოფა გართულებულია, მაგრამ ჯერჯერობით არ იქნებოდა მართებული იმის თქმა, რუსეთისთვის სრული კრახი სახეზეა.
სხვა საკითხია, რომ თუ უკრაინა კონტრშეტევას განახორციელებს, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის სამხრეთში იქნება, რადგან მხოლოდ იქ შეუძლია უკრაინულ მხარეს სტრატეგიული წარმატების მიღწევა. ამ შემთხვევაში, ყირიმის საკითხი შესაძლოა უფრო ადრე დადგეს, ვიდრე დონბასის გათავისუფლება.
თუ უკრაინამ ხერსონ-პერეიასლავსკის პლაცდარმზე რუსული სამხედრო დაჯგუფება გაანადგურა, მაშინ უკრაინას მართლაც გაუჩნდება ყირიმზე გასვლის და ყირიმში შესვლის შესაძლებლობა.
მაგრამ, ამ თემებზე საუბარი ახლა მხოლოდ ჰიპოთეზურადაა შესაძლებელი. რადგან უკრაინას კონტრშეტევა ჯერ არ დაუწყია, და უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი, როგორც მინიმუმ, მომავალი წლის გაზაფხულამდე არ დაიწყება.
- რუსეთი მარიუპოლში აპირებს აღლუმის ჩატარებას, ასევე უკრაინელი ტყვეების მარიუპოლის ქუჩებში გატარებას. კიევის მთავარ ქუჩებში გამოყვანილია განადგურებული რუსული ტექნიკა.
მხარეების მხრიდან ამგვარი დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმა რაზე შეიძლება მეტყველებდეს?
- მეტყველებს იმაზე, რომ ორივე მხარე ცდილობს ომის 6 თვის შედეგების შეჯამებას. ორივე მხარე ცდილობს თავისი გამარჯვების დემონსტრირებას.
ორივე მხარე ცდილობს ომის 6 თვის შედეგების შეჯამებას. ორივე მხარე ცდილობს თავისი გამარჯვების დემონსტრირებას
რაც შეეხება მარიუპოლში ტყვეთა აღლუმზე გაყვანას, უკრაინელ ტყვეთა მსგავსი აღლუმი დონეცკში მოეწყო 2014 წელს. ომები აღლუმებით არ მოიგება.
- მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი. აშშ-სა და ევროპის გარდა, არც პეკინიც არ აპირებს რუსეთს დაეხმაროს.
„ცივი ომის“ შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა. ახლა ლამის მთელი დასავლეთი ეხმარება უკრაინას. ახლა აშშ უკრაინას ლენდ-ლიზით აწვდის იარაღს. ასეთი რამაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ახლა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური, ფინანსური, ენერგეტიკული, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს?
- დიახ, უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების ოდენობა თავისი მასშტაბებითა და ფასებით იმდენივეა, რამდენიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-სთვის აშშ ლენდ-ლიზით დახმარება.
იმისთვის, რომ უკრაინამ ომი მოიგოს, აუცილებელია უკრაინამ დასავლეთისგან სამხედრო იარაღი უწყვეტად და საკმაოდ ინტენსიურად მიიღოს. უკრაინა სრულადაა დამოკიდებული დასავლეთისგან სამხედრო დახმარებების მიღებაზე. ასე რომ აქ სიტუაცია რთულია. მხედველობაში მაქვს ის, თუ რამდენად ეყოფა იმავე ამერიკას უწყვეტად მიაწოდოს იარაღი უკრაინას. ევროპა უკრაინას იარაღით კი ეხმარება, მაგრამ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია.
თუ ომი გაჭიანურდა, არადა, უკვე ჩანს რომ იგი დიდხანს გაგრძელდება, ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ეს ომი დიდი გამოცდა იქნება დასავლეთის ქვეყნებისთვისაც.
თუ ომი გაჭიანურდა, არადა, უკვე ჩანს რომ იგი დიდხანს გაგრძელდება, ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ეს ომი დიდი გამოცდა იქნება დასავლეთის ქვეყნებისთვისაც
სხვა საკითხია, რომ რუსეთის რესურსებიც ამოწურვადია, მაგრამ ძნელია იმის პროგნოზირება ისინი როდის ამოიწურება.
- დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, იმას, რასაც რუსეთი უკრაინაში 2014 წლიდან აკეთებს, არაფერი საერთო არ აქვს საერთაშორისო სამართლის არც სულისკვეთებასთან და არც იურიდიულ ნორმებთან და ამორალურია. ეს კი სრული ჩიხია. მეტიც, თუ რუსეთმა ასე გააგრძელა, მით მეტად ჩაეფლობა ტყუილებში, უკანონობასა და საყოველთაო ზიზღში.
თქვენ იზიარებთ ამგვარ შეფასებებს?
- რუსეთის მიმართ ზიზღი არსებობს ძირითადად დასავლეთის ქვეყნებში, თუმცა, მათ შორის არის გამონაკლისებიც. დანარჩენ მსოფლიოში, იგივე ჩინეთსა და ინდოეთში, ანაც აფრიკის ქვეყნები, ამგვარი პროცესი რეალურად არ არსებობს. ასეა იმის გამო, რომ მათთვის ომი უკრაინაში საკმაოდ შორს ხდება და ამ ქვეყნების ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს.
რამდენადაც ვხდები, პუტინს უკან დახევა უკვე არ შეუძლია. ასე რომ უკრაინაში რუსეთი გამარჯვებამდე იომებს. ომში ყოველთვის რომელიღაც მხარის გამარჯვებით მთავრდება.
რამდენადაც ვხდები, პუტინს უკან დახევა უკვე არ შეუძლია
თუ რა შედეგით უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში კრემლის პასუხი ცხადია - რუსეთის გამარჯვებით. ფაქტია, რომ სხვა რაიმე კომპრომისზე წამსვლელი არც პუტინია და არც კრემლი.
- სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პუტინი რუსეთში საყოველთაო მობილიზაციას არ აცხადებს, მაგრამ ფარული მობილიზაცია ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს და უკრაინის ფრონტებზე გასაშვებად ციხეებიდან კრიმინალებიც კი იქნენ გამოშვებული?
- ეს იმაზე მეტყველებს, რომ ომის მასშტაბი ისეთია, რომ რუსეთს შეუძლია საყოველთაო მობილიზაციის გარეშე აწარმოოს ომი. ომში მონაწილეობას იღებენ მოხალისეები და ისინი, ვისაც ფარულად იწვევენ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ფაქტია, რომ რიგ რეგიონებში მოხალისეები ფორმალურად იგზავნება ფრონტზე.
საყოველთაო მობილიზაცია ქვეყანაში დიდ რყევებს გამოიწვევდა. აუცილებელი გახდებოდა ეკონომიკის სამხედრო საჭიროებებისთვის გადაყვანა. ამისთვის კი აუცილებელი იქნებოდა ფორმალურად სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება. საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას თან ბევრი ასპექტი ახლავს, რაზეც ჯერჯერობით პუტინს წასვლა არ უნდა.
ომის მასშტაბი ისეთია, რომ რუსეთს შეუძლია საყოველთაო მობილიზაციის გარეშე აწარმოოს ომი... საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას თან ბევრი ასპექტი ახლავს, რაზეც ჯერჯერობით პუტინს წასვლა არ უნდა
მოსკოვი, მოსკოვის ოლქი, პეტერბურგი და ლენინგრადის ოლქი გათავისუფლებული არიან საყოველთაო მობილიზაციისგან, ამ რეგიონებიდან ხალხს ომში არ იწვევენ. როგორც ჩანს, კრემლში თვლიან, რომ რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად რესურსები საყოველთაო მობილიზაციის გარეშეც შეუძლია.
- უკრაინაში ომის საწარმოებლად რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს, როგორც ადამიანური, ისე სამხედრო ტექნიკის...
- აქვს, მაგრამ მთავარი საკითხია ეს რესურსი დროს რა მონაკვეთზე შეიძლება იყოს საკმარისი, ჩვენ არ ვიცით. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ უკრაინაში ომის საწარმოებლად რუსეთს არსებული რესურსები 2-3 თვე ეყოფა.
რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ უკრაინაში ომის საწარმოებლად რუსეთს არსებული რესურსები 2-3 თვე ეყოფა
შემდეგ რა იქნება, ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება.
- უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების პირველ დღეებში რუსეთის ბევრმა მოქალაქემ გააპროტესტა მომხდარი. ბევრ ქალაქებში გაიმართა აქციები.
ომთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში სერიოზული ცვლილებები მომხდარია თუ არა?
- არა, არ მომხდარა. ცვლილებები შესამჩნევი არაა. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში სერიოზული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ რუსეთს უკრაინაში სერიოზული სამხედრო დამარცხებები ექნება.
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში სერიოზული ცვლილებები მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ რუსეთს უკრაინაში სერიოზული სამხედრო დამარცხებები ექნება
- ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთს სხვადასხვა სახის, თან უამრავი ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული. დამკვირვებელთა ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ ეკონომიკური პრობლემები შესამჩნევია.
სავარაუდოდ, რა გავლენას ახდენენ რუსეთის ეკონომიკაზე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები?
- რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს და ალბათ კიდევ უფრო მეტი იქნება, მაგრამ, სანქციების გავლენა უფრო ხელშესახები სავარაუდოდ სექტემბრიდან იქნება. რამდენად იქნება იმ დროისთვის რუსეთის ეკონომიკა ადაპტირებულია, ამაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს ჩემი სფერო არაა.
ფაქტია, რომ ომის დაწყების შემდეგ და აქამდე წარმოებები იყენებდნენ იმ პროდუქტებს, ნაწილებს და დანაზოგებს, რაც ომამდე ჰქონდათ შეძენილი. სექტემბრიდან იმ საწარმოებს გაუჭირდებათ, ვინ საზღვარგარეთიდან მოწოდებულ კომპლექტებზე იყვნენ დამოკიდებული. ალბათ, ამ საწარმოებს კონტრაბანდული საქონლის შემოტანა დასჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული საწარმოები კონტრაბანდული საქონლით ახლაც მარაგდებიან.
დრო გვიჩვენებს რამდენად შეძლებს რუსული ეკონომიკა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან გამკლავებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი