ირაკლი კობახიძე - სამუშაო ჯგუფებში ISFED-ის და სხვა რადიკალური „ენჯეოების" მონაწილეობა - არ მონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა, „ISFED - ის და სხვა რადიკალური „ენჯეოების“ მონაწილეობა - არ მონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა დროებით შეაჩერეს, "არ გამოირჩევიან არც კომპეტენტურობით და არც კეთილსინდისიერებით".

„ISFED - ის და სხვა რადიკალური "ენჯეოების" მონაწილეობა - არ მონაწილეობა პროცესს არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს. მიზეზი მარტივია. პროცესი, რა თქმა უნდა, ინკლუზიური იქნება. ამ სამ ყველაზე მდიდარ "ენჯეოს" არ აქვს რამე განსაკუთრებული თვისებები. ისინი არ გამოირჩევიან არც კომპეტენტურობით, არც კეთილსინდისიერებით. არის უამრავი ადამიანი, რომელიც განეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის ეს არის პროფესიული საზოგადოება, ექსპერტები. მათთვის კარი ღია იქნება იმისთვის, რომ ჩაერთონ სამუშაო პროცესში, შესაბამისად, ძალიან ფართო ინკლუზიური პროცესი იქნება უზრუნველყოფილი და ამ სამი ყველაზე მდიდარი "ენჯეოს" არ მონაწილეობა აღნიშნულ პროცესს ვერავითარი ფორმით ვერ დააზიანებს“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს