ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ პირობებში რეალურად მოხდა კონსტიტუციის ამ პარტიის ინტერესებზე მორგება - შანტაჟის ფონზე არცერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს

„ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში რეალურად მოხდა კონსტიტუციის ამ პარტიის ინტერესებზე მორგება. ჩვენ დაგვხვდა ზუსტად ასეთი რედაქცია და დღეს პირველად, 30-წლიანი ისტორიის მანძილზე გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, კონსტიტუციის სტაბილურობა სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიაა და უკანასკნელი 5 წლის მანძილზე კონსტიტუციის ძირითად ტექსტი არ შეცვლილა, შესაბამისად „შანტაჟის ფონზე არცერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს“.

„კონსტიტუციის მიღების დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი სახელმწიფოსთვის. 27 წლის წინ მიიღეს საქართველოს კონსტიტუციის პირვანდელი რედაქცია, რამაც შემდეგ საფუძველი დაუდო სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს. სამწუხაროდ, შემდეგი 20 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში, რომელიც ემსახურებოდა არა მის დახვეწას, არამედ იყო მიმართული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების რეალიზებისკენ. არაერთგზის მოხდა კონსტიტუციის დამახინჯება, პირველ რიგში 2004 წელს ანტიკონსტიტუციური ცვლილებებით, შემდეგ იგივე განმეორდა 2010 წელს. „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში რეალურად მოხდა კონსტიტუციის ამ პარტიის ინტერესებზე მორგება, ჩვენ დაგვხვდა ზუსტად ასეთი რედაქცია და დღეს პირველად, 30-წლიანი ისტორიის მანძილზე გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.

კონსტიტუციის სტაბილურობა არის სახელმწიფოებრივი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. უკანასკნელი 5 წლის მანძილზე კონსტიტუციის არც ერთი ძირითადი ნორმა არ შეცვლილა, ჩვენ ვუფრთხილებით კონსტიტუციის ძირითად ტექსტს. იყო შემთხვევები, როდესაც შეიცვალა გარდამავალი დებულებები, რისი საფუძველიც იყო პოლიტიკური შანტაჟი და ასეთივე ცვლილებების განხორციელება მოგვიწევს წელსაც, პროკურორების ნაწილში, თუმცა ეს პრაქტიკაც უნდა დასრულდეს, რადგან შანტაჟის ფონზე არცერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება