ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოებში სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავია ჩართული - ქრობის სამუშაოები სამ სექტორზე მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ხანძრის ქრობის სამუშაოები სამ სექტორზე აქტიურად მიმდინარეობს.

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ. ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო.

შეგახსენებთ, ბორჯომის ტყეში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა