გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ პოლიციამ ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არტურ მკოიანი უკანონოდ დააკავა და მის მიმართ „ტერორი და პოლიტიკური დევნა“ ხორციელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ ახალქალაქში პარტიის წევრის, არტურ მკოიანის მიმართ „ტერორი და პოლიტიკური დევნა“ განხორციელდა.

ბოტკოველის თქმით, მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, არტურ მკოიანის პოლიტიკური დევნის „მთავარი შემოქმედი“ ახალქალაქის პოლიციის უფროსი, შალვა ლომსაძეა.

ამასთან, ბოტკოველის თქმით, შსს ცდილობდა, რომ მკოიანის ოჯახში იარაღი ჩაედო.

გიორგი ბოტკოველის განცხადებითვე, არტურ მკოიანის დაკავება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ მთავარი სტრუქტურა, რომელიც ადამიანებს უნდა იცავდეს, ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით არის დაკავებული.

„მინდა გესაუბროთ გუშინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს არტურ მკოიანის ოჯახის მიმართ განხორციელებულ ტერორს და პოლიტიკურ დევნას, რისი მთავარი შემოქმედიც ახალქალაქის პოლიციის უფროსი, შალვა ლომსაძე გახლავთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა შალვა ლომსაძის მხრიდან პოლიტიკური დევნის. საქმე ეხება 2021 წელს დაწყებულ დევნას, როდესაც არტურ მკოიანი გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“, პარტიული სიის წევრი და მასზე იმ დროიდან დაიწყო შალვა ლომსაძის მხრიდან პოლიტიკური დევნა, მასზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან, - მთავარი სტრუქტურა, რომელიც ამ ქვეყანაში ადამიანების დაცვაზე უნდა ზრუნავდეს, დაკავებულია ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ტერორით.

მინდა მივმართო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე მთლიანად ხელისუფლებას, ჩვენ დავიცავთ თითოეული ადამიანის ინტერესებს, რომელთა მიმართაც თქვენ შავ-ბნელი საქმიანობით, ახორციელებთ პოლიტიკურ დევნას. აქ არის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლითაც უნდა დაინტერესდეს გამოძიება და ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა.

დღეს არტურ მკოიანი ვერ ესწრება ბრიფინგს, რადგან ის უკანონოდ არის დაკავებული. ხელისუფლება და ამ შემთხვევაში, შსს ცდილობდა, რომ მის ოჯახში ჩაედოთ იარაღი და შემდგომ მისი დაკავება მომხდარიყო შესაბამისი მუხლით, მაგრამ როდესაც ტელევიზიები ჩაერივნენ პროცესში, მათ ვეღარ გაბედეს ამის განხორციელება", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო