კოსოვოს პრემიერ-მინისტრი - კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს 2022 წლის ბოლომდე გააკეთებს

კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადს 2022 წლის ბოლომდე გააკეთებს. აღნიშნულის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა განაცხადა.

მთავრობამ კოსოვოს ევროგაერთიანებაში წევრობისთვის ინტერ-ინსტიტუციონალური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მედიის ცნობით, კოსოვოს სურს ევროკავშირის სრულ წევრობას მიაღწიოს და ასევე, უვიზო რეჟიმი მოიპოვოს ევროზონაში მიმოსვლისთვის.

ცნობისთვის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო, 2008 წელს კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სერბეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა და მას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით