ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 8 მილიარდი ევროს  მაკროფინანსურ დახმარებას ამზადებს

ევროპული კავშირი აცნობიერებს, როგორი მნიშვნელობა გააჩნია უკრაინის ბრძოლას გარედან თავდასხმის წინააღმდეგ ევროპული უსაფრთხოებისთვის და ამუშავებს პაკეტს უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარებისთვის 8 მილიარდი ევროს ოდენობით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ევროკავშირი თავიდანვე იდგა უკრაინელების მხარეს ომის დაწყებისას და აცნობიერებდა, რომ ფსონი დადებულია ჩვენ საერთო უსაფრთხოებაზე.

ჩვენ მივიღეთ მეტ-ნაკლებად არსებითი სანქციების ექვსი პაკეტი მთელი ამ დროის განმავლობაში. პირველად ჩვენ დავაფინანსეთ შეტევის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება, რათა მიგვენიჭებინა უკრაინისთვის შესაძლებლობა წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ და მაკროფინანსურ დახმარებას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინის სახელმწიფოს ქმედუნარიანობას. ამჟამად, სულ 9.5 მილიარდი ევროს მობილიზება მოახერხა „ევროპის გუნდმა“.

მზადდება დამატებით 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება“ , - განაცხადა ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ „ევროპული“ კონფლიქტი.

"თუკი დიდ ქვეყნებს უფლებას მივცემთ შეიჭრან მცირე მეზობელ ქვეყნებში და ესოდენ უხეშად დაარღვიონ ძალის გამოუყენებლობის პრონციპები, მსოფლიოში ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. უკვე ახლა ეს ომი დამანგრეველი ეფექტის მატარებელია მთელი მსოფლიოსთვის. მისი შედეგია ის, რომ სურსათზე და ენერგეტიკაზე ფასებმა „ჭერი გაარღვია“, რის გამოც, პირველ რიგში, ზარალდება მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენა.

ჩვენ ასევე, ფორმალურად გადავწყვიტეთ, რომ გვსურს ვნახოთ უკრაინის, როგორც ჩვენი ოჯახის წევრის შესვლა ევროკავშირში მომავალში. თავად ევროკავშირი და ევროპა ლახავენ უდიდესი ცვლილებების გზას, რომელიც ომმა გამოიწვია“,- აცხადებს ბორელი.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა