უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობამ დამოუკიდებლობის დღეს ოკუპირებული ქალაქების თავზე უკრაინის დროშები აღმართა

უკრაინის წინააღმდეგობის მოძრაობამ დამოუკიდებლობის დღე დონბასის, ხარკოვისა და ხერსონის ოკუპირებული ქალაქების მოსახლეობას მიულოცა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოძრაობის აქტივისტებმა დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად ოკუპირებული მარიუპოლის, მირნისა და ბალაკლეას თავზე უკრაინის დროშები აღმართეს.

„წინააღმდეგობის მოძრაობა დაუღალავ ბრძოლას აწარმოებს ჩვენი მიწების სწრაფად გასათავისუფლებლად და ასევე იმისთვის, რომ იქ მყოფმა თითოეულმა უკრაინელმა იგრძნოს, რომ უკრაინა აქ არის, ჩვენ ახლოს ვართ და მალე გავათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. წინააღმდეგობის მოძრაობა დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ უკრაინის მარიუპოლიდან, ხერსონიდან, ხარკოვიდან, დონეცკიდან, ლუგანსკიდან და ყირიმიდან“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო