ანალენა ბერბოკი - ნახევარი წელია პუტინი უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს - შექმნილ ვითარებაში მოსკოვთან მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს

შექმნილ ვითარებაში უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ გერმანიის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, დასავლეთის ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს ამ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ საპასუხდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშალა და „ნახევარი წელია უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს“.

მისი თქმით, მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების გაართვა და ასეთ ვითარებაში, სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს